დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული “სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების” ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 აგვისტოს №19-55 და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-129 დადგენილებებში ცვლილებები დაამტკიცეს.
აღნიშნული ცვლილებები, რომლის თანახმად, C ჰეპატიტით დაავადებულ, დიაგნოსტიკის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის წესით დადგენილი მომსახურების ღირებულების 60%-ით, ხოლო სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის კი სრულად დაფინანსება მოხდება, დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა წარმოადგინა.
საკრებულოს წევრებმა „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები,
ასევე “საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო), ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას და საბაგირო გზით “რიყე-ნარიყალა” მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ” ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6-25 დადგენილებაში და სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ” ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებებში ცვლილებები დაამტკიცეს.
ცვლილების თანახმად, კუს ტბა-ვაკის პარკის საბაგირო გზისთვის ტარიფები განისაზღვრა.
სხდომაზე დეპუტატებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების თაობაზეც იმსჯელეს და თაბორის მთაზე განსახორციელებელ პროექტზე თანხმობა გასცეს.
აღნიშნული საკითხი, რომელიც საკრებულოს წევრებს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა ნესტან ადვაძემ წარუდგინა, საპროექტო ტერიტორიაზე სპორტულ – გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და სარეკრეაციო ტერიტორიის გაშენებას გულისხმობს. კომპლექსის შემადგენლობაში შევა გოლფის სათამაშო და ღია სპორტული მოედნები, ხელოვნური ტბა, გოლფკლუბის შენობა, საფეხმავლო ბილიკები და სასტუმრო.
დეპუტატებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის და განაშენიანების რეგულირების გეგმის, გეგმარებითი დავალებების, ასევე განაშენიანების რეგულირების კორექტირებული პროექტები და თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა და იჯარის, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზებას მისცეს თანხმობა.
საკრებულოს წევრებმა სსიპ ქალაქ თბილისის №113 საჯარო სკოლას ცოტნე დადიანის სახელის მინიჭების საკითხი დაამტკიცეს, რომელიც დეპუტატებს საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა წარუდგინა.
დღესვე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილებები დაამტკიცეს.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად, თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები