დავით ჯანდიერი: პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს

“პაატა ბურჭულაძეს ნამდვილად არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ”, – აღნიშნული განცხადება ბლოკ „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ჯანდიერმა გააკეთა.
ჯანდიერის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, პარტიაში განხორციელდება რეორგანიზაცია და იქნება გაძლიერებისკენ ორიენტირებული.
„რამდენიმე დღის განმავლობაში შიდა საუბრები მიმდინარეობს პარტიის ლიდერებს შორის, თუ როგორი უნდა იყოს პარტიის მომავალი. პაატა ბურჭულაძეს ნამდვილად არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკიდან დისტანცირების შესახებ, თუმცა გარკვეული სახის რეორგანიზება განხორციელდება პარტიის შიგნით. ამასთან იქნება დაკავშირებული ასევე ცვლილება, რომლის დაგეგმვისკენაც მიდის მსჯელობა – პარტია იქნება გაძლიერებისკენ ორიენტირებული“, – განაცხადა დავით ჯანდიერმა.
​მისივე თქმით, პარტიას აქვს დიდი რესურსი და ორიენტირებული იქნება ახალი თაობის შემოსვლისკენ.
როგორც ჯანდიერმა განაცხადა, ლიდერებს შორის პარტიაში დარჩენა-არდარჩენასთან, ან წასვლა-არწასვლასთან დაკავშირებით არავითარი მსჯელობა არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები