ირაკლი შიხიაშვილი არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას „ქართული ოცნების“ კანდიდატს უცხადებს

სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი ამომრჩეველს თანადგომისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ სამგორის ოლქში, არჩევნების მეორე ტურში ის მხარდაჭერას „ქართული ოცნების“ კანდიდატს, მარიამ ჯაშს უცხადებს. როგორც შიხიაშვილი აცხადებს, დესტრუქციულმა და რეაქციულმა ძალებმა ვერ მოახერხეს დესტაბილიზაციის კერების შექმნა.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა მხარდამჭერს თანადგომისთვის! ჩემს გუნდს, თავდაუზოგავი შრომისთვის! ასევე მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო ჩემს ყველა მხარდამჭერს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში დაფიქსირდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარვეზები, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, რათა ყოველთვის ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ პრინციპით – რა სჯობს ქვეყნისთვის! სწორედ ეს მიმაჩნია სახელმწიფოებრივ აზროვნებად! მე ვულოცავ ქართველ ხალხს არჩევანს, „ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვებას და იმას, რომ დესტრუქციულმა და რეაქციულმა ძალებმა ვერ მოახერხეს დესტაბილიზაციის კერების შექმნა, ქვეყნის იმიჯის შელახვა! მაგრამ ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი! ამიტომაც, მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ, „ქართული ოცნების”კანდიდატს, მარიამ ჯაშს. ვიტოვებ იმედს, რომ ის ღირსეულად გაართმევს თავს სამგორელების წინაშე აღებულ დიდ პასუხისმგებლობას! მე, როგორც სამგორელი, მხარს დავუჭერ ყველა სწორ და საჭირო წამოწყებაში, რათა უკეთესი მომავალი ჰქონდეთ სამგორელებს! სამგორელებო, “ნაცმოძრაობა” სამუდამოდ უნდა ამოვძირკვოთ სამგორიდან და ქვეყნიდან, რომ ქვეყანამ მშვიდი განვითარება დაიწყოს!!! მარიამ ჯაშს კი ვუსურვებ, სამგორის ღირსეული ხმა იყოს პარლამენტში !!!”, – აცხადებს შიხიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სამგორის მაჟორიტარულ ოლქში ირაკლი შიხიაშვილმა 50-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ „ქართული ოცნებიდან” მარიამ ჯაში და „ნაციონალური მოძრაობიდან” დათო ჟღენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები