22 ნოემბერს „პატრიოტთა ალიანსი“ ყრილობას გამართავს

„პატრიოტთა ალიანსი“ 22 ნოემბერს ყრილობას გამართავს, სადაც, როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, მათ შორის იმას, დაიწყება თუ არა მათ მიერ დაანონსებული აქციები.
თარხან-მოურავმა დღეს ასევე ეჭვქვეშ დააყენა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებით, “პატრიოტთა ალიანსს” მხოლოდ ერთი ადგილი ერგო. გავრცელებული ინფორმაციით, დავით თარხან-მოურავმა აჭარის უმაღლეს საბჭოში თავისი ადგილი შესაძლოა, ზაზა ოქუაშვილს დაუთმოს, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია თარხან-მოურავმა არც უარყო და არც დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები