“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პარტიის პარლამენტში შესვლისა და მეორე ტურში მონაწილეობის მომხრეა

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პარტიის პარლამენტში შესვლისა და მეორე ტურში მონაწილეობის მომხრეა. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ბოკერიამ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება, ქვეყნის საშინაო და საგარეო საფრთხეებიდან გამომდინარე, აუცილებელია.
„ეს არის აუცილებელი დემოკრატიული ინსტიტუტების და ტრადიციებიდან გამომდინარე, ეს არის აუცილებელი იმ 500 ათასი ამომრჩევლის პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც ჩვენ მოგვცა ხმა, ეს არის აუცილებელი იმ ადამიანების პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც დააშინეს და ვერ მოგვცა ხმა. როგორც ერთადერთი პროდასავლური და ქმედითი ოპოზიციური ძალა ჩვენს ქვეყანაში, აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და აუცილებლად მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში“,-აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები