პრეზიდენტი მმართველ გუნდს მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. აღნიშნული განცხადებით, პრეზიდენტი კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო შეცვლის საკითხს გამოეხმაურა.
„პრეზიდენტი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ კონცენტრირდეს მეორე ტურზე და საარჩევნო დაპირებების შესრულებაზე, ისეთზე, როგორიც არის სოციალური ვალდებულებების შესრულება, დასაქმების საკითხი, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება, ახალი პროექტების შექმნა. კონცენტრიდნენ, პირველ რიგში, ხალხზე, რომელზე ზრუნვაზეც მათ აიღეს პასუხისმგებლობა. პრეზიდენტი გააგრძელებს სამი წლის წინ ქვეყნისა და ხალხის წინაშე აღებული ფიცის შესრულებას, დაიცავს ქვეყნის დამოუკიდებლობას, გააგრძელებს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვას“,-განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები