თამარ ჩუგოშვილი: იან კელის განცხადება ეხმიანება ყველა სადამკვირვებლო მისიისა და საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებს

“საქართველოში ამერიკის ელჩის, იან კელის განცხადება ეხმიანება ყველა სადამკვირვებლო მისიისა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებს, რომელმაც მოულოცა საქართველოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა იან კელის შეფასებების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შეფასდა როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული.

„ამერიკის ელჩის, იან კელის განცხადება ეხმიანება ყველა სადამკვირვებლო მისიისა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებს, რომელმაც მოულოცა საქართველოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული იზოლირებული ინციდენტები იყო, აბსოლუტურად ყველა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ შეაფასა, როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

აშშ-ის საელჩო ეთანხმება საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთოს და ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, იყო კარგად ადმინისტრირებული და პატივს სცემდა ფუნდამენტურ უფლებებს. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები