„ირაკლი ოქროაშვილი პროკურატურაში შესაძლოა, ისევ დაიბარონ“

    ირაკლი ოქრუაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე შესაძლოა, ისევ დაიბარონ – ამის შესახებ გაზეთი „ვერსია“ სტატიას აქვეყნებს.

სტატიის ავტორის ინფორმაციით, პროკურატურაში საჩივრების შეტანა იმ ბიზნესმენების ნაწილმაც გადაწყვიტა, რომლებიც ირაკლი ოქრუაშვილის ზენიტში ყოფნის პერიოდში დაზარალდნენ. „ერთხანს, მას „ტერორის მამასაც“ უწოდებდნენ, თუმცა შემდგომ ეს პოლიტდევნას მიაწერეს და ახლა მას დიდი შრომა დასჭირდება, რომ რამენაირად ჯერ მოქმედ პოლიტიკურ სპექტრთან გამონახოს ენა, მერე ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ „ბუა“ და „ტერორის ფუძემდებელი“ არაა ქართულ პოლიტიკაში. ჯერ საქმე მხოლოდ პოლიტიკური კონსულტაციების დონეზეა, მაგრამ ცნობილია ისიც, რომ თავად ოქრუაშვილი აპირებს, კენჭი გორის რაიონიდან იყაროს, საიდანაც წარმოშობითაა. მართალია, ოქრუაშვილი დიდად არც გორელებს ეხატებათ გულზე. კარგად ახსოვთ გორელ ბიზნესმენებს მისი და მისი გუბერნატორი ,,ბიჭის“, ქარელის „საქმენი საგმირონი“, თუმცა მშობლიური ტყვიავი მაინც ერთადერთი ადგილია ოქრუაშვილისთვის, საიდანაც ფერფლიდან აღდგენას ეცდება. არიან ისეთებიც, რომლებიც ოქრუაშვილის იქ დაბრუნებას უჭერენ მხარს, სადაც ის თბილისის აეროპორტიდან მიაბრძანეს გლდანის საპყრობილეში. იმ ჯარისკაცების ოჯახები, რომლებიც ოქრუაშვილის მინისტრობის დროს სამხედრო ნაწილებში აწამეს, ფული გამოსძალეს და დაჭრეს. ამ ფაქტების შესახებ მასალები ომბუდსმენის, ჯერ კიდევ სოზარ სუბარისდროინდელი აპარატიდან, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ორგანოს რეაგირებისთვის გადაუგზავნეს. მათ შორისაა, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცის, გიორგი შარიქაძის, ჯარისკაც ვალერი სარიშვილის, ჯარისკაც ზვიად ბელთაძის საქმე და ა.შ. ჯარისკაცების დამცირების, ცემისა და დაჭრის ფაქტები ოქრუაშვილის მინისტრობის პერიოდში. ეს და სხვა მაკომპრომეტირებელი მასალები დღეს მოქმედ ხელისუფლებასაც აქვს გადანახული“,- წერს ჟურნალისტი.

    სტატიის ავტორისთვის ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გაწევრიანდება ირაკლი ოქრუაშვილის იმიჯშელახულ პარტიაში. „ვის დაიყენებს ამჯერად გვერდით იმიჯშელახული ოქრუაშვილი, რომელსაც პარტიული რგოლებიდან თითქმის აღარავინ შემორჩა, მხოლოდ ბიძაშვილ-მამიდაშვილების ხარჯზე პარტიის აღდგენა ხომ ვეღარ გამოუვა?! ,,მრისხანების დღის“ ტყუილებმა, როცა ოქრუაშვილი, თითქოსდა, ჩამოსვლას აპირებდა და ხალხი გადააგდო, პოლიტიკაში ავანტიურისტის სახელი დაუმკვიდრა. მაშინ „მაესტროს“ ეთერში კოკა გუნცაძემ ბლეფი უწოდა იმას, რომ ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლას ლევან გაჩეჩილაძემ და ნინო ბურჯანაძემ შეუშალეს ხელი. ,,ქართული პარტიის” ყოფილმა წევრმა, კოკა გუნცაძემ მაშინ პარტიის თანათავმჯდომარეს ირაკლი ოქრუაშვილს ,,გაფარჩაკებული და გაბახებული კაცი’‘ უწოდა. ოქრუაშვილი, მართალია, პარიზის ეიფელის კაფეტერიაში ხვდებოდა მიშაზე განაწყენებულ მაშინდელ ოპოზიციონერებს, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში მაინც ვერა და ვერ დაიმკვიდრა პროდასავლური პოლიტიკოსის იმიჯი _ იგი რუსული სპეცსამსახურების წრეებს მიაბეს. პრესა და ანალიტიკოსები ხშირად მიუთითებდნენ მის კავშირებზე რუსეთის ფსბ-ს გავლენიან მაღალჩინოსნებთან, პატარკაციშვილის შტაბის ყოფილი პრესსპიკერი ელისო კილაძე მაშინ ყვებოდა კიდეც, რომ ქართული პარტიის შექმნის დავალება ოქრუაშვილმა ეფესბე-ს მეხუთე განყოფილების ხელმძღვანელ გენერალ სერგეი ბესედასგან მიიღო. ოქრუაშვილი რუსეთის დედაქალაქში ჩაიყვანეს რუსეთის ეფესბე-ს შეფის ალექსანდრ ბორტნიკოვის (რომელიც პუტინის თანაკურსელია) დავალებითო, – აცხადებდა ბადრი პატარკაციშვილის შტაბის ყოფილი პრესმდივანი. ,,ოქრუაშვილს ბორტნიკოვის დავალებით შეხვდა ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო კავშირების სამსახურის ანუ მეხუთე განყოფილების ხელმძღვანელი, არმიის პოლკოვნიკი სერგეი ბესედა. როგორც კი პირველი დავალება მიიღო პარტიის შექმნასთან დაკავშირებით, პირველი შეხვედრა წევრობის კანდიდატებთან გაიმართა შვეიცარიაში და, რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, მათი მასპინძელი იყო საქართველოს უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი. სწორედ მის ვილაზე გაიმართა პირველი შეხვედრა“, – აცხადებდა მაშინ ელისო კილაძე ჩემთან ინტერვიუში. სტატიის ავტორი, სხვადასხვა დროს პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციებს იხსენებს. „გაჩნდა იგორ გიორგაძესთან და ცხინვალში ვიზიტების თაობაზე „ნიუსები“, ამასაც და ოქრუაშვილის რუსეთში ვოიაჟებსაც მისი პარტიის მაშინდელი წევრები არა ადასტურებდნენ, თუმცა, მოგვიანებით, ოქრუაშვილიც და მისი მაშინდელი პარტნიორი კოტე გოგელიაც მოსკოვში დააფიქსირეს. მათ შორის, რუსული პრესაც წერდა ამის თაობაზე. ამჯერად კი, როგორც ამბობენ, ოქრუაშვილი პოლიტიკურ კონსულტაციებს დაიწყებს სხვა პარტიებთან ან პოლიტპერსონებთან. კავშირები რუსეთზე გავლით, შესაძლოა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც მოიძებნოს. ერთ-ერთი ინფორმაციით, ალიანსზე საუბარი კახა კუკავასა და სხვა, „ოცნებისადმი“ ანტაგონისტურად განწყობილ ძალებთანაც დაიწყება. ოქრუაშვილი რომ სააკაშვილთან შეამხანაგებულ ოპოზიციონერობას თამაშობდა, თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნებიც მიუთითებდნენ, მაგალითად, გენერალი ტრისტან წითელაშვილი: ,,ოქრუაშვილის ოპოზიციონერობა არასდროს დამინახავს. მართლა ოპოზიციონერი რომ ყოფილიყო, ციხიდან არ გამოუშვებდნენ და საფრანგეთში მოპარულ ფულებს არ გადააქაჩვინებდნენ. ასეა თუ ისე, ოქრუაშვილი ახლა პოლიტდევნილ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები