ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ებრაული სახელმწიფოს მხარდაჭერის გამო „მეორე ისრაელი“ უწოდა
ირანის პარლამენტის პრეზიდიუმის წარმომადგენელმა ალირეზა სალიმიმ განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE) შეიძლება „მეორე ისრაელად“ ებრაული სახელმწიფოს მხარდაჭერის გამო ჩაითვალოს.
„არაბთა გაერთიანებული საამიროები არსებითად შეიძლება ჩაითვალოს მეორე ისრაელად, რადგან „სამხედრო“ ისრაელი მდებარეობს ოკუპირებულ [პალესტინის] ტერიტორიებზე, ხოლო აბუ დაბი ისრაელის ეკონომიკურ ფრთად ითვლება“, – ციტირებს მის სიტყვებს ირანის პარლამენტის პრესსამსახური.
სალიმის თქმით, „არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლება მოსახლეობის მხარდაჭერით არ სარგებლობს და დიდი ხანია შეწყვიტა ქვეყნის ინტერესების დაცვა, რის შედეგადაც ისინი იძულებულნი არიან სხვებს დაეყრდნონ და აშშ-სა და ისრაელის მხარეს ითამაშონ“.