დიდ ბრიტანეთში ადამიანის ტვინი კანის უჯრედებიდან შექმნეს

დიდ ბრიტანეთში ნეირობიოლოგებმა კანის უჯრედებიდან ადამიანის ტვინი შექმნეს. ურთულესი სამეცნიერო ექსპერიმენტის ავტორი მედლინ ლანკასტერია.
შედეგის მისაღწევად, ნეირობიოლოგმა კანის ნიმუშებიდან შექმნილი ღეროვანი უჯრედები გამოიყენა, რომლებიც გარკვეული ვიტამინებითა და საკვები ნივთიერებებით იყო დამუშავებული. ამის შემდეგ მასალა სპეციალურ ბიოგელში მოათავსეს.
მედლინ ლანკასტერმა აღნიშნა, რომ მის მიერ გამოყვანილ ტვინს გრძნობები არა აქვს.  ამის მიუხედავად, „ხელოვნური ტვინის“ მეშვეობით, შესაძლებელია ადამიანის ისეთ დაავადებებში გარკვევა, როგორიცაა აუტიზმი და შიზოფრენია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები