ცესკო განცხადებას ავრცელებს

 ცენტრალური საარჩევნო კომისია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სოციალური ქსელის „facebook“-ის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ცესკო საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით გამოკითხვას ატარებს, სიმართლეს არ შეესაბამება. „სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალური ქსელის „facebook“-ის მეშვეობით გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით გამოკითხვას ატარებს.
მოგვიანებით, აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება და გავრცელება ასევე, მოხდა სოც.ქსელების სხვა მომხმარებლების მიერ. საარჩევნო ადმინისტრაცია არ აწარმოებს არანაირი სახის გამოკითხვებს სუბიექტების მხარდაჭერასთან დაკავშირებით და კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამაბა სიმართლეს.
ცესკო მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს, მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით არასწორი ინფორმაციის გაჟღერებისა და გავრცელებისგან“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები