ირაკლი შიხიაშვილი: სჯობს, სააკაშვილმა ხშირად არ ახსენოს კადაფი, იმიტომ, რომ ძალიან დაემსგავსება მისი მომავალი კადაფის წარსულს

სამგორის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.
როგორც შიხიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი ვერ ეგუება ხელისუფლების დაკარგვის ფაქტს და ქართულ საზოგადოებაზე რევანშის აღებას ცდილობს.
“2-3 დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი ოდესიდან კადაფიზაციით ემუქრება საქართველოს, როგორც დიდგორში ჩაატარა ყრილობა, ისეთივე “ წარმატებით“ მოახერხებს კადაფიზაციას და თუ ასეთ რამეს მართლა გაივლებს გულში და გაბედავს, დარწმუნებული ვარ კადაფი მისთვის მონაგონი გახდება. ამას იმიტომ, ვამბობს, რომ საზოგადოებამ სწორად გაიგოს ერთი რამ – ქვეყანა აღარ უნდა მიდიოდეს დაპირისპირების რეჟიმში , იმ დაპირისპირების რეჟიმში, რომელსაც “ნაცხროვა“ ბედავს. მიხეილ სააკაშვილი ვერ ინელებს იმას, რომ დაკარგა ხელისუფლება და მუდმივად ცდილობს, რამენაირად რევანში აიღოს ქართულ საზოგადოებაზე, რამენაირად მოახერხოს და ანგარიში გაუსწოროს ქართულ სახელმწიფოს. სჯობს, სააკაშვილმა ხშირად არ ახსენოს კადაფი, იმიტომ, რომ ძალიან დაემსგავსება მისი მომავალი კადაფის წარსულს”, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა “რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები