კახა კახიშვილი: გვირაბის მეშვეობით, რომ საპატიმრო ადგილას აღმოჩნდეს ადამიანი, ასეთი არ გაგვიგია

მსოფლიოში ბევრჯერ გვინახავს მაგალითები, როდესაც გვირაბის მეშვეობით საპატიმროდან გარბოდნენ პატიმრები, მაგრამ გვირაბის მეშვეობით, რომ საპატიმრო ადგილას აღმოჩნდეს ადამიანი, ასეთი არ გაგვიგია, – ასე ეხმაურება სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი სანდრა რულოვსის განცხადებას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრაც რომ დასჭირდეს, ის ამას გააკეთებს და საქართველოში მაინც ჩამოვა.
კახიშვილი რულოვსის განცხადებას პიარკამპანიის ნაწილად აფასებს.
„სიმართლე რომ ვთქვა, სანდრა რულოვსის განცხადებას საკუთარი ამომრჩევლის მობილიზაციისთვის პიარკამპანიის ნაწილად აღვიქვამ. ყველამ კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორ კომფორტს არის მიჩვეული და ნამდვილად ერთი წამითაც ვერ დაუშვებს იმის ალბათობას, რომ შეიძლება აღმოჩნდეს რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში. მსოფლიოში ბევრჯერ გვინახავს მაგალითები, როდესაც გვირაბის მეშვეობით საპატიმროდან გარბოდნენ პატიმრები, მაგრამ გვირაბის მეშვეობით რომ საპატიმრო ადგილას აღმოჩნდეს ადამიანი, ასეთი არ გაგვიგია.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ამავდროულად გამოცხადებულია ძებნა. საქართველოში მისი გადმოსვლისთანავე ამას მოჰყვება სამართალდამცავების რეაგირება და ეს კარგად იცის მიხეილ სააკაშვილმაც”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები