თეა წულუკიანი: არ მგონია, გიგა ბოკერია ცხრა ოქტომბერს პარლამენტარი გახდეს

“არ მგონია, გიგა ბოკერია ცხრა ოქტომბერს პარლამენტარი გახდეს”, -აღნიშნული შეფასება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადების პასუხად გააკეთა.
​იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, გიგა ბოკერიას მოსაზრება მისთვის საინტერესო არ არის.
„არ მგონია, გიგა ბოკერია ცხრა ოქტომბერს პარლამენტარი გახდეს. არც მთავრობის წევრია და ნამდვილად არ მგონია, რომ ის დაბრუნდება ხელისუფლებაში. აქედან გამომდინარე, მისი ეს პოზიცია უბრალოდ არის მისი აზრი, რომელიც ჩემთვის არ არის საინტერესო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება გიგა ბოკერიას განცხადებას, მისი თქმით, „არ იქნება არანაირი არც მოგონილი, არც რეალური პოლიტიკური დევნა წინა ხელისუფლების, იმ შემთხვევებშიც კი, თუ ჩადენილი იქნა დანაშაული“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები