მანანა კობახიძე: გიგა ბოკერია და მისი იდეოლოგია არის ამ ქვეყნის მძიმე წარსული

“გიგა ბოკერია და მისი იდეოლოგია არის ამ ქვეყნის მძიმე წარსული და ცინიკურია, როდესაც ისინი ამნისტიასა და პატიებაზე საუბრობენ”, -აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გიგა ბოკერიას განცხადების პასუხად განაცხადა.
მისი მტკიცებით, პარლამენტში მეორედ მოსვლის დროს „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, ვის რა აპატიოს და ვის არა.
„ნაციონალური მოძრაობა“, გიგა ბოკერია და მისი იდეოლოგია არის ამ ქვეყნის მძიმე წარსული. ცოტა ცინიკურია, როდესაც ის საუბრობს ამნისტიაზე და პატიებაზე. შეიძლება იმას გულისხმობს, რომ მოხვალთ ხელისუფლებაში, კიდევ ერთხელ გვაპატიეთ და აღარ დაგვიჭიროთო”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მანანა კობახიძემ.
​გიგა ბოკერიას განცხადებით, „არ იქნება არანაირი არც მოგონილი, არც რეალური პოლიტიკური დევნა წინა ხელისუფლების, იმ შემთხვევებშიც კი, თუ ჩადენილი იქნა დანაშაული“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები