ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში ცოტა ხნის წინ ე.წ სამტრედიის ხიდთან მოხდა. ერთმანეთს “ნისანისა” და “ნივის” მარკის ავტომობილები შეეჯახენენ. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები