გიორგი ვაშაძე პაატა ბურჭულაძის პარტიას არ ტოვებს

გიორგი ვაშაძე საარჩევნო ბლოკს „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ არ ტოვებს.  ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ჟურნალისტებს ვაშაძემ განუცხადა, ის თანაგუნდელებთან ერთად ბრძოლას კოალიციაში აგრძელებს.
„დღის მანძილზე გვქონდა საუბრები, კონსულტაციები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება – ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას საარჩევნო ბოლოკის სახით ამ არჩევნებში და ვაპირებთ, რომ ძალიან მაგარი შედეგი დავდოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები