ლეონიდ ჩერნოვეცკი სოფელ ლეღვას მცხოვრებლებს შეხვდა

ქობულეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი საქართველოს პარლამენტში ლეონიდ ჩერნოვეცკი სოფელ ლეღვას მცხოვრებლებს შეხვდა. 14519678_1471610969521555_3586291910328254230_n
ჩერნოვეცკიმ ამომრჩევლებს პირადად გააცნო ის წინასაარჩევნო პროგრამა, რომელიც მას, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატს, შემუშავებული აქვს. მან  თავის იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომელიც ქობულეთის რაიონის მცხოვრებლებისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ემსახურება.
ჩერნოვეცკის განცხადებით, მას 5 მნიშვნელოვანი ინიციატივა აქვს, მათ შორის, ონლაინკრედიტების აკრძალვა, შავ ზღვაში თურქული სეინერების საქმიანობის აკრძალვა, ერთადერთი საცხოვრებლის უზრუნველყოფით კრედიტის გაცემის აკრძალვა, სასოფლო–სამეურნეო მიწების გლეხებისთვის საკუთრებაში გადაცემა და სხვა.
ლეონიდ ჩერნოვეცკი დარწმუნებულია, რომ მისი ინიციატივებიდან გამომდინარე, ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვება და არჩევნებში გამარჯვება არ გაუჭირდება. ლეღვაში მასთან შეხვედრას დაახლოებით ათასამდე ადამიანი დაესწრო. მსგავსი სახის შეხვედრებს ის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ჩაატარებს.
ჩერნოვეცკი უკრაინულ პოლიტიკაში ოცი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა, სამჯერ იყო უკრაინის რადის დეპუტატი, ხოლო ორჯერ კიევის მერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები