ირაკლი კობახიძე “ნაციონალებზე“ : აგებენ არჩევნებს , ვერ აწყობენ რევოლუციას და არ იციან რა გააკეთონ

„ისინი არიან მძიმე მდგომარეობაში – აგებენ არჩევნებს, ვერ აწყობენ რევოლუციას და არ იციან რა გააკეთონ“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ “ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.
ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მცირე რაოდენობით იქნება წარმოდგენილი.
“ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებებს ისინი “აჭრილები“ არიან, არიან მძიმე მდგომარეობაში, აგებენ არჩევნებს , ვერ აწყობენ რევოლუციას და არ იციან რა გააკეთონ. ბოკერიასა და სხვების განცხადებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ ზუსტად ვიცით როგორი შედეგებით დასრულდება ეს არჩევნები, გამომდინარე იქიდან, რომ ვატარებთ ჩვენს კვლევებს, გვაქვს ჩვენი ანალიზი, ეს მეტყველებს ზუსტად იმაზე, რომ ჩვენ არამარტო გავიმარჯვებთ, არამედ მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას, რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას“, ისინი ძალიან სუსტად იქნებიან წარმოდგენილნი მომავალ პარლამენტში სწორედ ამის გამო წუხან ისინი“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები