“ნაციონალური მოძრაობის” სამგორის ორგანიზაცია დაიშალა: “ჩვენ არ გვსურს ქვეყანაში გადატრიალება”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამგორის რაიონული ორგანიზაცია დაიშალა.
როგორც “კვირას“ “ნაციონალური მოძრაობის“ ვარკეთილის ორგანიზაციის მესამე მასივის საქმეთა მმართველმა, ამალია ფაჩულიამ განუცხადა, პარტიის რაიონული ორგანიზაცია 120- მა ადამიანმა, მათ შორის ხელმძღვანელობამ დატოვა.

ფაჩულიას თქმით, მათ მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, გუშინ გავრცელებული აუდიოჩანაწერი გახდა, რომელშიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

ამალია ფაჩულია აცხადებს, რომ  ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობა  და ქაოსის შემოტანა მათთვის მიუღებელია.

“მთლიანად 120- მა ადამიანმა დატოვა “ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა. ძირითადი მოტივი ეს არის გუშინ გავრცელებული აუდიოჩანაწერის შინაარსი, ჩვენ არ გვსურს სახელმწიფოში გადატრიალებები, ასეთი მეთოდები ნამდვილად უნდა დასრულდეს, კატეგორიულად ვემიჯნებით მსგავსი სახის მცდელობებს, არანაირად არ გვსურს ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობა. ჩვენ ამ აუდიოჩანაწერის გავრცელებამდეც გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ამ აუდიოჩანაწერმა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო დააჩქარა“, – განაცხადა ამალია ფაჩულიამ.

მისივე თქმით, პარტიიდან წასული პირები სხვა პოლიტიკურ ძალაში გაწევრიანების ალბათობას არ განიხილავენ.

“ეს გადაწყვეტილება მივიღეთ კონკრეტული მიზეზებიდან გამომდინარე და არავინ მოგვაკეროს რაიმე იარლიყი“, – აღნიშნავს ფაჩულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები