„ნაციონალური მოძრაობა“ ვარკეთილის ორგანიზაციის 11-მა წევრმა დატოვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვარკეთილის ორგანზიაციის 19 წევრიდან 11 -მა დატოვა.
უკვე ყოფილი წევრები გადაწყვეტილების მიზეზად რაიონულ ორგანიზაციებში ერთპიროვნულ და დიქტატორულ მმართველობას ასახელებენ.
პრეტენზიები ძირითადად ვარკეთილის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ დავით ჟღენტთან აქვთ.
„გადაწყვეტილებები ისე მიიღება, რომ ჩვენ აზრს არავინ გვეკითხება. პარტიის წარმომადგენლები „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებას გვაბრალებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როდესაც არ ვეთანხმებოდი რიგ საკითხებს, მეუბნებოდნენ წადი, ზურაბ ჯაფარიძე ჩავანაცვლე, შენ ვერ ჩაგანაცვლებო?! – განაცხადეს პარტიის ყოფილმა წევრებმა.
წყარო: “იმედი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები