ირაკლი კობახიძე: კანონის უგულებელყოფა არის “ნაციონალური მოძრაობის” სტილი

პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც დაკითხვაზე არ ცხადდებიან, კანონის უგულებელყოფას აგრძელებენ. მისი თქმით, სწორედ ასე დაამახსოვრა ამ პარტიამ თავი საზოგადოებას 9-წლიანი მმართველობის პერიოდშიც და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც.
“კანონის უგულებელყოფა არის მათი სტილი და ამ სტილით აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას”,- განაცხადა კობახიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაბარების უწყება „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ რამდენიმე წევრს გაუგზავნა.
​აკაკი მინაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის შემდეგ, სუს-ი ინტერნეტში გუშინ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით დაკითხვაზე ამჯერად პეტრე ცისკარიშვილს, გიგი წერეთელსა და ირმა ნადირაშვილს იბარებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შესაბამისი უწყებები პარტიის ოფისში წუხელ მიიტანეს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ის არ ჩაიბარეს.
​სუს-ის მიერ გაგზავნილი უწყებების მიხედვით, ცისკარიშვილი, წერეთელი და ნადირაშვილი უწყებაში დღეს უნდა გამოცხადდნენ, თუმცა ისინი საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებენ და გამომძიებლებს მოუწოდებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში თავად მივიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები