მახინჯაურში ავტომობილი ხევში გადავარდა

ჩაქვის გვირაბთან, მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა „სუბარუს“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ავარიის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები