პრეზიდენტი სააკაშვილს მოუწოდებს, საქართველოს საარჩევნო პროცესში დაძაბულობის მუხტის შეტანისგან თავი შეიკავოს

ადეკვატური იყო შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, სამართალდამცავი ორგანოები კანონით გათვალისწინებული ნორმების მიხედვით იმოქმედებენ – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომელმაც პრეზიდენტის პოზიცია გაახმაურა.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის წინამორბედს, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, თავი შეიკავოს საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევისა და დაძაბულობის მუხტის შეტანისგან.
„პრეზიდენტმა არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია და არაერთხელ მოუწოდა უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანს, რომ უმჯობესია, თავი შეიკავოს საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევისგან. ძალიან კარგი იქნება, თუკი ის თავშეკავებას გამოიჩენს ამ უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ პროცესში – არჩევნებში გარკვეული დაძაბულობის მუხტის შეტანისგან“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები