„სუხიშვილების“ საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

30 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომელზეც “სუხიშვილები” ძველი და ახალი პროგრამით წარდგებიან მაყურებლის წინაშე.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საქველმოქმედო კონცერტი მძიმე და ღრმა ინტელექტუალური შეფერხების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდასაჭერად გაიმართება.
პროექტს წარმოადგენს თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, თენგიზ სუხიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი და “პირველი ნაბიჯი – საქართველო”.
კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების მიღებას, რომელიც ერთადერთია თბილისში და მას “პირველი ნაბიჯი საქართველო” ეწევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები