ირაკლი ალასანია: ქართველი ხალხი და საზოგადოება არანაირ არეულობას არ დაუშვებს

„თავისუფალი დემოკრატების“ლიდერი ირაკლი ალასანია დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, სადაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დესტაბილიზაციის გეგმაზე საუბრობენ.
ალასანია აუდიოჩანაწერში დანაშაულის ნიშნებს ხედავს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.
“უსაფრთხოების სამსახურებმა დროულად უნდა შეისწავლონ და დაადასტურონ ჩანაწერის ავთენტურობა. აშკარად არის დანაშაულის ნიშნები, ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებისგან, გამოძიება ჩაატარონ ობიექტურად და რეალობა გააცნონ საზოგადოებას.
აქვე აღვნიშნავ იმას, რომ არანაირი დესტაბილიზაცია ჩვენს ქვეყანაში არ მოხდება. ქართველ ხალხს მობეზრდა დაძაბულობა, დაპირისპირება. საზოგადოებას უნდა ქვეყნის გამთლიანება. ამიტომ ჩვენ – ხალხი და საზოგადოება – არანაირ არეულობას არ დავუშვებთ“,-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ფარული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად გრძელვადიანი დესტაბილიზაციის გეგმაზე საუბრობს, დღეს გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები