ეკა ბესელია: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ისევ ძალადობით დაბრუნდეს ხელისუფლებაში

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ისევ ძალადობით დაბრუნდეს ხელისუფლებაში“, – ამის შესახებ ეკა ბესელიამ დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას აქვს რესურსი ყოველგვარ კანონდარღვევას მკაცრი პასუხი გასცეს.
„ბუნებრივია კანონის ფარგლებში გაეცემათ მათ პასუხი. ამ და სხვა განცხადებებში ვხედავთ, რომ რევოლუციური გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება ეს არა მათი ფანტაზიის ნაყოფია, არამედ ეს არის მათი რეალური სურვილი, ოცნება.
ჩვენს ხელისუფლებას აქვს რესურსი, გამოძიების სახით, გასცეს ყოველგვარ კანონდარღვევას მკაცრი პასუხი და აღკვეთოს ნებისმიერი პროვოკაცია , ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და სწორედ ამომრჩეველს შეუძლია გასცეს პასუხი იმ ძალადობრივ წარსულზე, რომელიც გამოვიარეთ“, განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები