ირაკლი შიხიაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ადარდებს, საზოგადოება მის მიმართ ზიზღით იქნება განწყობილი თუ არა

სამგორის მე-12 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ირაკლი შიხიაშვილმა „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” დღეს ყველანაირად ცდილობს, მსხვერპლის როლი ითამაშოს.
„წინასაარჩევნოდ ისტერიული დამოკიდებულება გაჩნდა ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. „ნაციონალური მოძრაობა” კარგად ახერხებს, თავისი თამაშის წესები მოახვიოს სხვა პარტიებს.
„ნაციონალებს” შიში ჰქონდათ, რომ  საინტერესო აღარ იქნებოდნენ და ისინი აღარავის გაახსენდებოდა. „ნაციონალურ მოძრაობას” არ ადარდებს, საზოგადოება მის მიმართ ზიზღით იქნება განწყობილი თუ არა, მისთვის მთავარია, საზოგადოებისთვის აქტუალური იყოს.
დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ” სტრატეგია შეცვალა. ძალიან ბევრი პოლიტიკური ჯგუფი კვლავ „ნაციონალურ მოძრაობას” ლანძღავს, მისი ავტორიტეტი, როგორც პატრიოტი პოლიტიკური ძალის, აღარ არსებობს, მაგრამ დღეს „ნაციონალებმა” თავის ფლაგმანად სანდრა რულოვსი წარმოაჩინეს და ჩაგრულის როლს თამაშობენ. ამით „ნაციონალური მოძრაობა” მხარდამჭერებს თუ ვერ მოიპოვებს, არსებულ მომხრეებს მაინც შეინარჩუნებს.
ამავე დროს ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ხაზებს ავლებს, თუ სად და როგორ უნდა გაიყვანოს გვირაბი, როგორ ააშენოს ქვეყანა და ა.შ.
მინდა, მივმართო ხელისუფლებას,  სახელისუფლებო პარტიას  – საჭიროა, საზოგადოება დავამშვიდოთ და პოზიტივი მივაწოდოთ”, – აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები