დავით უსუფაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გააკეთონ არჩევანი აუდიოჩანაწერების მიხედვით

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, 8 ოქტომბერს, მოსახლეობამ არჩევანი მომავლისთვის უნდა გააკეთოს და არა წარსულისთვის, რომლის გამოვლინებები ვიდეოების სახით ჩნდება.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, არჩევნებამდე დარჩა 10 დღე და როგორც ჩანს, ამ დღეების განმავლობაში მოწმე გავხდებით ძალიან ბევრი მოვლენის, განცხადების თუ მოქმედების, რომელიც მიმართულია მოსახლეობის ემოციური ფონის გაზრდისკენ.
“არჩევნებამდე 10 დღე დარჩა, და როგორც ჩანს, ამ 10 დღის განმავლობაში, მოწმე გავხდებით ძალიან ბევრი ისეთი მოვლენის, მოქმედების, რომელიც მიმართულია მოსახლეობის ემოციური ფონის გაზრდისკენ. ვიღაცას აქვს იმედი, რომ ამ ემოციური ფონით მიაღწევს წარმატებას. ყველას, ვისაც აზრად აქვს რაიმე დესტაბილიზაცია, ან ყველას, ვისაც აზრად აქვს ამ ფონზე წარმატებას მიაღწიოს, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, უნდა ვუთხრათ მყარად, რომ ამ დღეების განმავლობაში  ვიქნებით განსაკუთრებით გონიერებით აღვსილნი და ემოციებსა და ამ ტიპის ტემპერატურის მატებას არ დავექვემდებარებით.
ჩვენი მომავლისთვის უნდა გავაკეთოთ 8 ოქტომბერს არჩევანი და არა წარსულისთვის, რომლის სხვადასხვა გამოვლინებები ჩნდება ამ დღეებში ვიდეოების თუ აუდიოების სახით”,- განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც თანაგუნდელები არჩევნებისთვის რევოლუციური ფონის შექმნის შესახებ საუბრობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები