კობა კობალაძე: სააკაშვილი მთელი თავის ცხოვრებით, აწმყოთი და წარსულით არის კაცთმოძულე

ჩანაწერებზე რისი თქმაც შემიძლია, ერთადერთი ისაა, რომ წააქეზეს მურია და შეაჭამეს მგელს, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა კობალაძე „კვირასთან“ დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავენ.
კობალაძე დარწმუნებულია, რომ ჩანაწერი ნამდვილია. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის წარსული და აწმყო იძლევა იმის ფიქრის საშუალებას, რომ მსგავსი სახის საუბარი მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მართლა შედგა.
„სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც არ იცის სიტყვა სამშობლოს ცნება, რომელიც მთელი თავის ცხოვრებით, აწმყოთი და წარსულით არის კაცთმოძულე და უსამშობლო. მთელი მისი განვლილი ცხოვრება მიუთითებს მის კაცთმოძულეობაზე.
ამ საუბარში მისი მხრიდან ახალი არაფერი იყო. ყველამ ვიწვნიეთ ის, რაც მისი მმართველობის პერიოდში ხდებოდა. შესაბამისი სამსახურები დაადგენენ საუბრის ჩანაწერის ავთენტურობას. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ რეალობაში მსგავსი სურვილების განსახორციელებლად არანაირი პერსპექტივა არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა კობა კობალაძემ „კვირასთან“.
ყოფილი პოლიტპატიმარი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს დღეს ყველა ბერკეტი აქვს ნებისმიერი სახის კანონდარღვევა საწყის ეტაპზევე აღკვეთოს.
“დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომლის ინსტიტუტებსაც გააჩნიათ უნარი აღკვეთონ ნებისმიერი სახის დესტაბილიზაცია. ეს არაა ის პერიოდი, რომ ვიღაცამ იცხოვროს წარსული მოგონებებით. ნებისმიერი მცდელობა დესტაბილიზაციისა იქნება მხოლოდ ამ დესტაბილიზაციის დასასრულის დასაწყსი“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები