მანანა კობახიძე: სააკაშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფება აუცილებლად გასამართლდება ამისთვის

“სააკაშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფება აუცილებლად გასამართლდება ამისთვისაც!!!”,- ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ინტერნეტში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, დაუყონებლივ უნდა იქნეს გამოძიებული გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობა.
„სასწრაფოდ!!! უნდა იქნეს გამოძიებული გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობა, ეს არის დანაშაულებრივი გეგმა სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელმძღვანელობით, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, მოქმედი პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობით! სააკაშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფება აუცილებლად გასამართლდება ამისთვისაც!!!
P.S. ბატონ პრეზიდენტს მინდა ვკითხო ისე, მოქმედს, აი, ამ წერეთელს, კადაფივით რომ უპირებს გაფატვრას ბიძინას, აი, ამ კანდიდატს სთავაზობდი ეუთოს თავმჯდომარედ არჩევას?!“, – წერს მანანა კობახიძე.
დღეს ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი და გიგი წერეთელი ფიგურირებენ. ისინი საქართველოში რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები