ხადის წმინდა გიორგის ტაძრის რესტავრაციისთვის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

1 ოქტომბერს, 19 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი – „ნინო და მისი მეგობრები“.
კონცერტი ტარდება მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით – ხადის წმინდა გიორგის ტაძრის რესტავრაციისთვის.
14517489_1245586945487356_2477146064441476118_nროგორც „კვირას“ კონცერტის ორგანიზატორმა, მუსიკოსმა ნინო სამნიაშვილმა განუცხადა, კონცერტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია – შესრულდება უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ნაწარმოები – “ავე მარია” 6 ინსტრუმენტისთვის.
„მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით – ხადის (მთიულეთი) წმინდა გიორგის ტაძრის რესტავრაციის დაწყებას ვეხმარებით…
2 აგვისტოს უწმინდესთან ვიყავი და პატრიარქისგან შევიტყე, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო ტაძარი.
უწმინდესთან ხადის მრევლი იყო მისული, რომელსაც შეხვდა, ტაძრის დასახმარებლად ანგარიშიც გაიხსნა. კონცერტში ვმონაწილეობთ მე და ჩემი მეგობრები, შესრულდება უწმინდესის „ავე მარია“ 6 ინსტრუმენტისთვის.  ტაძარი ამჟამად დაკეტილია და არ ტარდება წირვა-ლოცვა. ასული ვიყავი ხადაში და თავად ვნახე“, – განუცხადა „კვირას“ მუსიკოსმა ნინო სამნიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები