იან კელი: მთავარია, ყველას ინტერესებში შედიოდეს მშვიდი საარჩევნო გარემო

მთავარია, ყველას ინტერესებში შედიოდეს მშვიდი საარჩევნო გარემო, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ამ აუდიო ჩანაწერებზე არ მაქვს ინფორმაცია, მთავარი არის ის, რომ ყველას ინტერესში შედიოდეს წყნარი წინასაარჩევნო გარემო. ვფიქრობ, ყველას ინტერესი უნდა იყოს, გამოხატული იქნას ქართველი ხალხის ნება. ამის მიღწევის ერთადერთი გზა არის თავისუფალი, მშვიდი წინასაარჩევნო გარემო. ერთადერთი გზა, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა მოვიდეს მთავრობაში, ეს არის საარჩევნო ყუთის გზა”, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები