პეტრე ცისკარიშვილი დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე კომენტარს არ აკეთებს

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი პეტრე ცისკარიშვილი, რომელიც დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებს, “კვირასთან“ კომენტარს არ აკეთებს. მიზეზად კი მოუცლელობას ასახელებს. როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
დღეს ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერში, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ. ისინი რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. პეტრე ცისკარიშვილი აუდიოჩანაწერში აცხადებს, რომ ახლანდელი ხელისუფლების წევრებს ისე უნდა მოექცნენ, როგორც კადაფს მოექცნენ.
„ესენი ისევ მოიგებენ. იქნება სინამდვილეში ხალხის რევოლუცია და დედის …. აქ ჯერ კიდევ „ვასტოკია“. აქ მოხდება მ…ან დედის …. კადაფი. უნდა გამოათრიონ და ჯოხით ტ…ში უნდა მ…ნ“, – აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები