„ნეორეალიზმის ტვირთი, ანუ ქართველებს ეშინიათ ლიტერატურის” – ზაალ ჩხეიძის ლექცია გაიმართება

30 სექტემბერს, 18.30 საათზე, მწერალთა სახლში ციკლის “საუბრები ლიტერატურაზე” ფარგლებში, გაიმართება ზაალ ჩხეიძის საჯარო ლექცია “ნეორეალიზმის ტვირთი, ანუ ქართველებს ეშინიათ ლიტერატურის”.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექცია შეეხება ქართული ნეორეალიზმის სათავეებს, მისი წარმოშობის მიზეზებსა და თავისებურებებს, მის კავშირს რუსულ და ევროპულ რეალიზმსა და მოდერნიზმთან. მიხეილ ჯავახიშვილის რომანების მაგალითზე განხილული იქნება მეოცე საუკუნის დასაწყისში მიმდინარე ლიტერატურული პროცესები, დაცემისა და აპოკალიფსისის იდეები და მათ ქართული ინტერპრეტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები