გია ვოლსკი: არეულობის ორგანიზატორებიც ძალიან მოწყვეტილები არიან რეალობას

“არეულობის ორგანიზატორებიც ძალიან მოწყვეტილები არიან რეალობას”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, რომელშიც, სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შესაძლო დესტაბილიზაციაზე ესაუბრება.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სახელმწიფოს აქვს რესურსი, აღკვეთოს მსგავსი ფაქტები.
„არა მარტო წინასაარჩევნოდ, ნებისმიერი არეულობების დროს სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ მსგავსი ფაქტები აღკვეთოს. რაც შეეხება მოლოდინებს, მე მაქვს მოლოდინი, რომ წყნარი არჩევნები ჩატარდება და ის გეგმები, რომლებიც რეალურად არსებობს, ვერ იქნება რეალიზებული არა მარტო იმიტომ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები და საერთოდ საზოგადოება მზად არის ამისათვის, მიუღებელია საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, არეულობის ორგანიზატორებიც ძალიან მოწყვეტილები არიან რეალობას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები