მანანა კობახიძე: ირაკლი ღარიბაშვილს გაპრეზიდენტებისთვის დიდი პოტენციალი აქვს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გაპრეზიდენტების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას პრეზიდენტობისთვის დიდი პოტენციალი აქვს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, გუნდში ჯერ ამაზე საუბარი არ ყოფილა და არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„ვფიქრობ, ირაკლის აქვს ძალიან დიდი ნდობა საზოგადოებისგან და პოტენციალი, რომ კენჭი იყაროს პრეზიდენტად. ამას კიდევ დრო სჭირდება. ბატონი ირაკლის გადასაწყვეტია, თუმცა ვფიქრობ, „ქართული ოცნებისთვის“ ის იქნება მისაღები და მხარდაჭერილი თანაგუნდელებისგან. ღარიბაშვილი არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, თანაგუნდელი და თანამებრძოლი, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართული არ არის“,-განაცხადა კობახიძემ.
​შეგახსენებთ, რომ გუშინ კახეთში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს „სათადარიგო მოთამაშე“ უწოდა და მის შესაძლო გაპრეზიდენტებას ასე უპასუხა: „რატომაც არა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები