ეუთო: ხელისუფლება მაქიმალურად ეცადა, რომ ამომრჩეველთა სია დაეზუსტებინა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებელთა შუალედური ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით ოლქების ახალი საზღვრები დადგინდა, რისი მიზანიც იყო ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წინა რეკომენდაციების გათვალისწინება და იმ ხმების პროცენტული რაოდენობის გაზრდა, რაც მაჟორიტარი კანდიდატების არჩევისთვის იყო საჭირო. 2016 წლის ივნისში განხორციელებული სხვა ცვლილებები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა და პროცედურებს ამარტივებს იმ ამომრჩევლებისთვის, ვისაც ოფიციალურად რეგისტრირებული მისამართი ან სათანადო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნია.

ODHIR-ის დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ არჩევნები სამდონიანი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ იმართება: ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), 73 საოლქო საარჩევნო კომისია და 3,565 საუბნო საარჩევნო კომისია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სესიები დამკვირვებლებისთვის ღიაა.“

ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლება მთელი ძალისხმევით ეცადა, რომ ამომრჩეველთა სია მაქსიმალურად დაეზუსტებინა სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით.

„ოთხმა პარტიამ გენდერული კვოტა დააკმაყოფილა თავიანთ სიებში, რითაც ბიუჯეტიდან დაფინანსების უფლება მოიპოვა. მაჟორიტარკანდიდატს შორის 147 ქალია; წინასაარჩევნო პერიოდში რეგულარული ფინანსური ანგარიშგების მოთხოვნა არსებობს და სახელმწიფო აუდიტის სამსახური თვალყურს ადევნებს, თუ რამდენად არის დაკმაყოფილებული პარტიის და კამპანიის დაფინანსების რეგულაციები, ასევე ის პოტენციურ დარღვევებსაც იძიებს. ბოლოდროინდელი ცვლილებებით, ნაწილობრივ არის დაკმაყოფილებული მთელი რიგი რეკომენდაციებისა, რომლებიც ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლსახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) მიერ იყო გაცემული“,- აღნიშნავენ ეუთოს დამკვირვებლები.

ანგარიშის თანხმად, პარტიულ სიებში და მაჟორიტარულ კანდიდატებად დასახელებულია მთელი რიგი ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისა, რომლებიც ძირითადად უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში იყრიან კენჭს. ამომრჩეველთა სიები, ბიულეტენები, ოქმები და ამომრჩეველთა ინფორმაცია უმცირესობის ენებზე არისგადათარგმნილი.

 „საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მთელს საარჩევნო პროცესზე დაკვირვება მოქალაქეებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე არჩევნებში მონაწილეკანდიდატების წარმომადგენლებს შეუძლიათ.19 სექტემბრისთვის, ცესკოში რეგისტრირებულია 63 მოქალაქე და 30 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დროული მოწვევის შედეგად, ასევე თავისი მანდატის შესაბამისად, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია 30 აგვისტოს გამოაგზავნა. არჩვნებზე სადამკვირვებლო მისია, რომელსაც ელჩი ალექსანდრე კელჩევსკი ხელმძღვანელობს, თბილისში მოქმედი 12 წევრიანი ძირითადი გუნდისა და 26 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც მთელს ქვეყანაში 7 სექტემბერს გადანაწილდნენ. მისიის წევრები ეუთოს 21 წევრი ქვეყნებიდან შეირჩა. ეუთომ/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა მონაწილე მხარეებისგან მოითხოვა, რომ 350 მოკლევადიანი დამკვირვებლები მოევლინათ კენჭისყრის დღეს პროცედურებზე დაკვირვების მიზნით“,- ნათქვამია ODHIR-ის შუალედურ ანგარიშში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ წინა პარლამენტის არჩევნების შემდეგ საარჩევნო კოდექსმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. კერძოდ,  2015 წლის ბოლოს მასში შესწორებები შევიდა ერთმანდატიანი ოლქების საზღვრების ხელახლა დასადგენად, რომლის მიზანი იყო ამომრჩეველთა მეტი თანაბრობის პრინციპის უზრუნველყოფა და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისადა ადამიანის უფლებების ოფისის წინა რეკომენდაციების დაკმაყოფილება.ცვლილებები ეხებოდა ოლქების ხელახლა დადგენას ორეტაპიანი პროცესით, რის შედეგად 73 ერთმანდატიანი ოლქიდან 43 ოლქის საზღვარი დადგინდა და ცესკოს უფლება მიეცა, რომ დანარჩენი 30 ოლქის საზღვრები განესაზღვრა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ერთზე მეტი საარჩევნო ოლქი უნდა შექმნილიყო.

პარლამენტის 42-მა წევრმა საზღვრების დადგენის ახალი პროცედურების შესახებ ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა 1 ივნისს, მაგრამ სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა 20 ივლისს. ასევე, სასამართლოს აზრით, 30 ერთმანდატიანი ოლქში საზღვრების დადგენის უფლებამოსილების ცესკოსთვის მინიჭება, ნათელი კრიტერიუმების დადგენის გარეშე, არ შეიცავდა საარჩევნო გეოგრაფიის ბოროტად გამოყენების საფრთხეს, როგორც ამას მოსარჩელეები აღნიშნავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები