ეუთო: მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა რეგისტრაცია ფაქტობრივ, ან ადრე რეგისტრირებულ მისამართზე გაიაროს

“ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებებს შორისაა გარდამავალი დებულებები, რომლებიც ამომჩეველთა ზოგიერთ კატეგორიის პირობებს ამარტივებს, რათა რეგისტრაცია თავიანთ ფაქტობრივ, ან ადრე რეგისტრირებულ მისამართზე გაიარონ. სხვა შესწორებებით ამომრჩეველთა ის რაოდენობა განისაზღვრა, რაც საინიციატივო ჯგუფის დასარეგისტრირებლად არის აუცილებელი, ასევე შემცირდა უფასო საეთერო დრო საზოგადოებრივ და კერძო მაუწყებლების ეთერში და უფლება მიეცა პოლიციას, რომ გამონაკლის შემთხვევებში, ძალადობის ასაცილებლად, ახლომდებარე საარჩევნო უბნებზე მივიდნენ, უბნის საარჩვნო კომისიის თავმჯდომარისგან მოთხოვნის მიღების გარეშე“, – ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებებისოფისის დამკვირვებელთა შუალედურ ანგარიშშია  ნათქვამი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  საარჩევნო ადმინისტრაციის განსაკუთრებული დებულებებით  უზრუნველყოფილი იქნაშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მონაწილეობის ხელშესაწყობად – 1,115 საარჩევნო უბანზე შესვლა დაბრკოლების გარეშეა შესაძლებელი და თითოეულ საარჩევნო უბანზე გამადიდებელი ლინზა ფურცელი და ჩარჩო ფორმა იქნება ხელმისაწვდომი. მიმდინარეობს ცესკოს ამომრჩველთასაინფორმაციო კამპანიის და ვიდეოგზავნილების თარგმნა უმცირესობების და ჟესტურ ენაზე.

„ცესკოს სამი წევრი ქალია, თავმჯდომარის ჩათვლით. ქალები საოლქო საარჩევნო კომისიების 62, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების 69 პროცენტს შეადგენენ; ცესკოს სხდომები დამკვირვებლებისთვის ღიაა და ყველა დადგენილება, განკარგულება და საჩვარი მის გვერდზეა განთავსებული; ამჟამად, საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე მხარეები ნდობას უცხადებენ ცესკოს პროფესიონალიზმს და მის მუშაობას. საარჩევნო ოფიციალური პირები მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის გამჭვირვალობის ხარისხი ამაღლებულიყო, რისთვისაც, მაგალითად, სტატისტიკას აქვეყნებდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების წინა გამოცდილების შესახებ, იმ წევრების ჩათვლით ჩათვლით, ვინც ადრე პარტიების მიერ იყო დანიშნული“,- აღნიშნულია ODHIR-ის შუალედურ დასკვნაში.

მასში ასევე ნათქვამია, რომ ცესკო საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს ხელმძღვანელობს. აღნიშნულმა ცენტრმა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის თავისი სასწავლო პროგრამის პირველი ეტაპები განახორციელა, რომელთაგან რამდენიმეს ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩვნებზე სადამკვირვებლო მისია დააკვირდა. ცენტრმა ასევე ტრენინგები მოაწყო არჩვნებთან დაკავშირებულ თემებზე სხვადასხვა დაკავშირებული მხარისთვის, როგორიცაა მასმედიის წარმომადგენლები, ადგილობრივი ადმინისტრაციის ოფიციალური პირები, პოტენციური ქალი კანდიდატები, საარჩევნო კანდიდატების წარმომადგენლები და მოქალაქე დამკვირვებლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები