ODHIR: არჩევნების მონიტორინგისთვის რეგისტრაცია 63-მა ადგილობრივმა და 30-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ გაიარა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებელთა შუალედური ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის მარტში, ქმედუუნარო ადამიანებსაც მიეცათ ხმის მიცემის უფლება. საქართველოში ამომრჩევლების რეგისტრაციის პასიური სისტემა არსებობს. ცესკოს ვალდებულებაში შედის ამომრჩეველთა სიების შედგენა, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე.
ამომრჩეველთა სიებში მონაცემების გადამოწმება ცესკოს ვებგვერდზეა შესაძლებელი. აღნიშნული მიზნით შეიქმნა სპეციალური აპლიკაციაცამომრჩევლებისთვის, რათა მათ შეძლონ ამომრჩეველთა სიები ქვეყნის მასშტაბით განთავსებული სწრაფი გადახდის 7,000 ტერმინალის საშუალებით შეამოწმონ.
ODHIR-ის შუალედური დასკვნაში აღნიშნულია, რომ  ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა, რომ ამომრჩეველთა სიები დაეზუსტებინა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ბიომეტრულ მონაცემებს ნერგავს სახელმწიფო რეესტრში. 15 საარჩევნო სიებში შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით, კარდაკარ შემოწმებაც განხორციელდა და სახის ამომცნობი პროგრამა გამოიყენებადუბლირებული ჩანაწერების გასასწორებლად.
„საარჩევნო კოდექსში განხორციელებული შესწორებები, რომლებიც ძალაში 12 ივლისს შევიდა, ოფიციალურად რეგისტრირებული მისამართის ან სათანადო დოკუმენტების გარეშე მყოფ ამომრჩევლებს შესაძლებლობას აძლევს 1 აგვისტომდე, რეგისტრაცია გაიარონ და ამომრჩეველთა სიებში მათი მონაცემები შეტანილ იქნას წინა საცხოვრებელი ან ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით.

ოფიციალური საარჩევნო კამპანიის პერიოდი 8 ივნისს დაიწყო არჩევნების გამოცხადების შემდეგ. კანონი ადგილობრივ ხელისუფლებას ავალდებულებს, რომ თანაბარი პირობები უზრუნველყოს ყველა კანდიდატისთვის, მათ შორის რაშიც შედის კამპანიისთვის შენობებსა და სარეკლამო სივრცეზე წვდომა. კანონი ასევე მოიცავს დებულებას ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებასთან დაკავშირებით და საჯარო მოხელეებისთვის კამპანიაში მონაწილეობას კრძალავს“,- ნათქვამია დოკუმენტში.

შუალედური დასკვნის მიხედვით, პარტიის და კამპანიის დაფინანსების მარეგულირებელ სამართლებრივ ჩარჩოში ცვლილებები 2013 წლის აგვისტოს, 2014 წლის მარტსა და, ყველაზე ბოლოს, 2016 წლის ივნისში შევიდა. აღნიშნული ცვლილებებით მცირდება სანქციები კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევისთვის, დადგენილია ნებადართული შემოწირულობების ტიპები და შემოღებულია რეგულაციები საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით, ასევე გამოყოფილია სახელმწიფო დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია პარტიის და კამპანიის დაფინანსებაზე ზედამხედველობა აწარმოოს და დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს.2013 წელს შეტანილი ცვლილებებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება შემცირდა და ახლა უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭიროსანქციების დაწესებისთვის, ან ინფორმაციის გამოთხოვისთვის საარჩევნო სუბიექტებისთვის გადაცემული თანხების ან ქონების წარმოშობის შესახებ.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებელთა შუალედური ანგარიშისთანახმად, საარჩევნო კანონი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის დავის მოგვარების დაჩქარებულ პროცესს ადგენს, სადაც ერთი ან ორი დღე არის გამოყოფილი გასაჩივრებისა და განხილვისთვის. პარტიების და ბლოკების წარმომადგენლებს, კანდიდატებს და რეგისტრირებულ დამკვირვებლებს უფლება აქვთ, რომ საჩივრები წარადგინონ ყველა საქმეში; ამომრჩევლებს მხოლოდ იმ სარჩელების წარდგენის უფლება აქვთ, რაც ამომრჩეველთა სიაში მათ არ შეყვანას ეხება. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები შეიძლება შესაბამის ზემდგომ კომისიაში, შემდეგ კი რაიონულ/საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდეს, სადაც სააპელაციო სასამართლო საარჩევნო სარჩელების განხილვის ბოლო ინსტანციას წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება საარჩევნო სამართალის დებულებების კონსტიტუციურობა განიხილოს, სარჩელის საფუძველზე.

ყველა სარჩელი, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სასამართლოების გადაწყვეტილებები ერთ დღეში ქვეყნდება ცესკოს ვებგვერდზე.

„წინა არჩევნების მსგავსად, ახლაც შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, პოტენციური საარჩევნო დარღვევების და სახელმწიფო რესურსების არასათანადოდ გამოყენების საკითხების განსახილველად. ყველა მხარეს და დამკვირვებელს აქვს უფლება, რომ სესიებს დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს. პარტიის წარმომადგენლებმა ეჭვები გამოხატეს ძალადობის სავარაუდო შემთხვევების და სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივად გამოყენების შესახებ, რის შემდეგაც სამთავრობო უწყებებმა ინფორმაცია გამოსცეს იმის შესახებ, თუ რა ზომები იქნა მიღებული. ჯერჯერობით, უწყებათაშორისმა კომისიამ ხუთი სხდომა გამართა და სამი რეკომენდაცია გამოსცა“,- აღნიშნავენ სადამკვირვებლო  მისიის წარმომადგენლები.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების პროცესის მონიტორინგის პროცესს, შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობა დეტალურ დებულებებს შეიცავს დამკვირვებლების უფლებების და ვალდებულებების შესახებ და მათთვის თავისუფალ წვდომას უზრუნველყოფს საარჩვენო პროცესის ყველა ეტაპზე.

„16 სექტემბრის მდგომარეობით, ცესკოს დარეგისტრირებული ჰყავს 63 ადგილობრივი საზოგადოებრივი და 30 საერთაშორისო ორგანიზაცია (ჩამოსული, საარჩევნო მენეჯმენტის განმახორციელებელი უცხოური ორგანოების ჩათვლით). სხვადასახვა მოქალაქე დამკვირვებლების ორგანიზაციები არჩევნებზე გრძელვადიან სადამკვირვებლო ღონისძიებებს ახორციელებენ და ისეთ საკითხებზე მიმართავენ ყურადღებას, როგორიცაა წინასაარჩევნო გარემოს სხვადასხვა ასპექტები, კამპანიის დაფინანსება, მედიამონიტორინგი და საარჩევნო სარჩელები და დავები“,- ნათქვამია ეუთოს შუალედურ დასკვნაში.

დოკუმენტში ასევე  საუბარია ეროვნული უმცირესობების უფლებებზე და აღნიშნულია, რომ რამდენიმე პარტიამ და ბლოკმა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები შეიყვანა პარტიულ სიებში, ასევე უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მაჟორიტარკანდიდატებადადაც უმცირესობების წარმომადგენლები დაასახელა.

„საარჩევნო კოდექსის დებულებებში გათვალისწინებულია საარჩევნო სიების, ბიულეტენების, ოქმების და სხვა საარჩევნო მასალების თარგმნა უმცირესობების ენებზე და ცესკო მიზნად ისახავს, რომ ამომრჩეველთათვის საგანმანათლებლო და საინფორმაციო მასალები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მოამზადოს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩათვლით. ამას გარდა, ცესკოში მუშაობს სამენოვანი ცხელი ხაზი ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, ასევე, მის ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია აფხაზურ ენაზეც. ცესკომ მცირე გრანტების კონკურსი მოაწყო და თანხები გამოუყო რვა არასამთავრობო ორგანიზაციას, რათა პროექტები განეხორციელებინათ საარჩევნო პროცესში ეროვნული უმცირესობების ჩართულობის გასააქტიურებლად“, – ნათქვამია ODHIR-ის შუალედურ დასკვნაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები