მკვლელობა ლვოვის ოლქში – დაღუპულია ორი ადამიანი
უკრაინაში, ლვოვის ოლქის სოფელ პოდრიასნეში, ავტოსერვისის ოფისში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ, ლვოვის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურმა განაცხადა.
პირველადი ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად ავტოსერვისის დირექტორმა თანამშრომელი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა.
სამართალდამცველების ცნობით, იარაღად გამოყენებული იყო „საიგას“ ტიპის კარაბინი, რომელიც ამოღებულია ექსპერტიზისთვის.
ამჟამად შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები, პროკურორები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები მუშაობენ. ინციდენტის გარემოებები დგინდება.