Chardin Art Gallery-ში გერმან კაბირსკის ნაკეთობათა გამოფენა მიმდინარეობს

22 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე გალერეა „შარდენში“ (სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, რუსთაველის გამზ.13) მიმდინარეობს ცნობილი იუვილერის, გერმან კაბირსკის ნაკეთობათა გამოფენა.
„დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ეს იქნება ჩემი პირველი გამოფენა, ამიტომ ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მიხარია, რომ გამოფენა იმართება საქართველოში, რადგან ეს ქვეყანა კულტურულად და მენტალურად ჩემთვის ძლიერ ახლობელია“, – წერს კაბირსკი ფეისბუქის გვერდზე.
გამოფენაზე წარმოდგენილია სერიული და ექსკლუზიური ნივთები ახალი და ძველი კოლექციებიდან. მნახველებს შეძენის შესაძლებლობა ეძლევათ, სპეციალურად მხოლოდ თბილისისთვის მომზადებული ფასებით
შეიძინონ ნაკეთობანი.
„ყოველ ჩემს გამოფენას თან ახლავს სიურპრიზი ლატარიის სახით, ამჯერადაც არ ვუღალატებ ტრადიციას. გამოფენის მსვლელობის დროს დამთვალიერებლებს დაურიგდებათ ნომრები, ხოლო გამოფენის დახურვის დღეს, 29 სექტემბერს,  19 საათზე გაიმართება ლატარეა-გათამაშება, 20 შემთხვევით ამორჩეული ნომერი მოიგებს ჩემს სამკაულს“, – ამბობს კაბირსკი.
ცნობისათვის: გერმან კაბირსკი დაბადებულია დაღესტანში. ცხოვრობს ბანგკოგში. მრავალი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის ლონდონისა და სანქტ-პეტერბურგის გამოფენების გამარჯვებული და რუსეთის „წლის საუკეთესო იუველირის“ წოდების მფლობელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები