თბილისში მომხდარ აფეთქებას მამაკაცი ემსხვერპლა

თბილისში, ვაზისუბანში ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად 72 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. როგორც „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აფეთქების შედეგად 60 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები