პოლიციამ თურქეთში გიულენთან კავშირის გამო 76 ადამიანი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ქალაქ იზმირში სასამართლოს 76 თანამშრომელი და მათი ნათესავები დააკავა. ამის მიზეზი ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი გახდა.
საერთო ჯამში თურქეთის პროკურატურამ 101 ადამიანი დაკავების ორდერი გასცა. ამჟამად ეჭვმიტანილების ოფისებში და სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს. იზმირის გარდა, ჩხრეკები კიდევ სამ პროვინციაში – მანისში, კონიასა და კიუტახიაში ჩატარდა
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთი დაკავებული ინფორმაციის გადასაცემად მობილურ პროგრამა Bylock-ს იყენებდა, რომელიც ყველა მონაცემის დაშიფვრას ახდენს. თურქული დაზვერვის ინფორმაციით, ამ პროგრამას 15 ივლისის სამხედრო ამბოხების მონაწილეები იყენებდნენ. ამის გამო თურქეთის სადაზვერვო უწყებამ დაახლოებით 70 ათასი სახელმწიფო მეხელის სია შეადგინა და ის ყველა სახელმწიფო უწყებას გადაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები