როსტოვში “კანონიერ ქურდს ” – „მინდია გალსკის“ სცემეს

რუსული გამოცემა „პრაიმ კრაიმის“ ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში „ქურდულ“ კლანებს შორის დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს, ერთის მხრივ, თენგიზ ლაკერბაიას (“თენგულიაშა”) და დავით ჯანგიძის (“დათო კრასნოდარსკის”) და მეორეს მხრივ, მინდია შეკლაშვილის (“მინდია გალსკის”) კლანები დაუპირისპირდნენ.
„პრაიმ კრაიმის“ ინფორმაციით, სოხუმის და გალის კლანების წარმომადგენლებს შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. „მინდია გალსკის“ „ოპონენტებმა“ სასტიკად სცემეს, ხოლო შემდეგ ქურდის „ტიტულიც“ ჩამოართვეს.
სწორედ მინდია გალსკის „ქურდული“ წოდება გახდა დაპირისპირების მიზეზი. „სოხუმელებმა“ ეჭვქვეშ დააყანეს არა მარტო შეკლაშვილის, არამედ მისი „ნათლიების“, ირაკლი და ლევან ბულისკერიების „კანონიერი ქურდობა“.
მინდია შეკლაშვილი („გალსკი“) 2013 წელს „კანონიერ ქურდად“ სანკტ-პეტერბურგის გალის ქურდულმა დიასპორამ „აკურთხა“. ამ დაჯგუფებაში შედიან „დედ ხასანის“ კლანის წარმომადგენლები – ძმები ქარდავებიც.
14445632_10206888114953019_1566298461_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები