ობამამ აღიარა, რომ პრეზიდენტობის პერიოდში მან ბილწსიტყვაობას მოუხშირა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღიარა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ის უფრო მეტ უცენზურო სიტყვას იყენებს, ვიდრე ადრე.  ამის შესახებ ობამამ ისტორიკოს დორის კერნს-გუდვინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც პრეზიდენტობის ინსტიტუტის შესწავლის ექსპერტია.
ამასთანავე ობამა ამბობს, რომ მისი „აპარატის ხელმძღვანელი და ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩეველი კიდევ უფრო მეტს ბილწსიტყვაობენ, ასე რომ ყველაფერი რიგზეა“.
ობამამ ასევე აცხადებს, რომ პირად ცხოვრებაში ის საკუთარ თავს უფრო მწვავე შეფასებების უფლებას აძლევს, ხოლო საჯარო განცხადებებში ამისგან თავს იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები