იაპონიის და ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავებს შორის ინციდენტი მოხდა

იაპონიის სამხედრო-საჰაერო ძალებში განგაში გამოცხადდა მას შემდეგ, რაც მიაკოს არქიპელაგის სიახლოვეს რვა ჩინური საბრძოლო თვითმფრინავი გამოჩნდა. იაპონური ავიაგამანადგურებლები სასწრაფოდ მათ შესაჩერებლად გაუშვეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ტოკიოს ინფორმაციით, ჩინეთის თვითმფრინავებს შორის იყო ბომბდამშენები, სადაზვერვო თვითმფრინავები და ავიაგამანადგურებლები. მათ იაპონიის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ, მაგრამ მის სიახლოვეს რამდენიმე წუთი იმყოფებოდნენ.
იაპონია მომხდარს ჩინეთის მხრიდან ძალის დემონსტრირების მცდელობას უწოდებენ. თავის მხრივ პეკინი იუწყება, რომ თვითმფრინავები საწვრთნელ ფრენას ახორციელებდნენ და მათ საერთაშორისო ნორმები არ დაურღვევიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები