მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაზეთ „მემკვიდრეობის“ წარდგინება გაიმართება

27 სექტემბერს, 17:00 საათზე, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში გაზეთ „მემკვიდრეობის“ წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს,  სსიპ ქალაქ თბილისის #82 საჯარო სკოლაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი – „ჩვენი მემკვიდრეობა“, რომლის ფარგლებში გამოიცა სასკოლო გაზეთი „მემკვიდრეობა“.
პროექტის -„ჩვენი მემკვიდრეობა“ მიზანია, ხელი შეუწყოს ხელოვნებისა და კულტურის დარგების პოპულარიზაციას. კერძოდ კი, ისეთ დარგებს, რომლებსაც საქართველოში გარკვეული სახის ისტორია გააჩნიათ. შეიქმნა ამა თუ იმ დარგის სკოლა და დღეს ის უკვე ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობაა.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება შიდასასკოლო კონფერენცია სახელწოდებით – „მემკვიდრეობა“. საკონფერენციო თემები დაიყოფა შემდეგ სექციებად: ა) ხუროთმოძღვრება ბ) სახვითი ხელოვნება, გ) თეატრი, დ) კინემატოგრაფია. საკონფერენციო ნამუშევრები, პროექტის სახელწოდებიდან გამომდინარე, უნდა პასუხობდეს პროექტის სახელწოდებას.  აფხაზეთი ჩვენი მემკვიდრეობაა, იქ მდებარე ხუროთმოძღვრული ძეგლები ქართული კულტურული მემკვიდრეობაა, რომელიც უნდა გვახსოვდეს, – აცხადებენ ორგანიზატორები.
გაზეთის „მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია სიმბოლურად დაემთხვა 27 სექტემბერს. გაზეთს ექნება სისტემატური სახე და ხუროთმოძღვრების რუბრიკაში აფხაზური კულტურის მასალები გაშუქდება. შესაბამისად, გაზეთის წარდგინების დასასრულს წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური ფილმი -„ბრძოლის ბოლო დღე“, რეჟისორი თამარ თაგვაძე (ქრონომეტრაჟი 22 წუთი).

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები