ქალაქ ნიცაში 17 და 19 წლის გოგონები ტერაქტს გეგმავდნენ

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ორი ახალგაზრდა გოგონა ტერაქტს გეგმავდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, შიდა უსაფრთხოების სამმართველოს თანამშრომლებმა 17 და 19 წლის გოგონები დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი „Telegram“-ის მესინჯერით უკავშირდებოდნენ ჯიჰადისტს – საფრანგეთის მკვიდრ რაშიდ კასიმოვს. ძიების ვერსიით, კასიმოვი გოგონებს კონკრეტულ ობიექტებზე თავდასხმის მითითებებს აძლევდა.
ერთ-ერთი დაკავებულის წინააღმდეგ 2014 წელს საქმე უკვე იყო აღძრული სხვა დანაშაულისთვის – ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირისთვის. ის ასევე აპირებდა „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები