სარეიტინგო სააგენტო Moodyʼs-მა თურქეთის საკრედიტო რეიტინგი დაწია

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “Moodyʼs”-მა თურქეთის საკრედიტო რეიტინგი დაწია. ის Ba1 რეიტინგამდეა დაწეული სტაბილური პროგნოზით. ამის შესახებ სააგენტოს პრესრელიზში წერია. სააგენტოს ანალიტიკოსები რეიტინგის დაწევას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. პირველ რიგში, თურქეთს ბოლო დროს დიდი ოდენობის საგარეო ვალის აღებამ მოუწია, რაც ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე უარყოფითად მოქმედებს. გარდა ამისა, შემცირდა ეკონომიკური ზრდა და წინა წლებთან შედარებით, სახელმწიფო ინსტიტუტები ისეთი მყარი აღარ არის.

ცნობისთვის, თურქეთის ეკონომიკის სამინისტროს გაანგარიშებით, 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო ქვეყანამ 100 მილიარდი დოლარით იზარალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები